მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ.
XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო
მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ განსაზღვრავს საჯარო
გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...),
არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·
ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ
არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის
დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·
წინასწარ მოფიქრებული გეგმის
მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·
მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის
არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული
კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან,
სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა.
შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
·
იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო
მოდელებს (შედარება-შეპირისპირებას, ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, სივრცულ განლაგებას,
მიზეზ-შედეგობრიობას, განსაზღვრებას, მნიშვნელობის ხარისხს, პრობლემას და მის გადაწყვეტას);
Комментариев нет:
Отправить комментарий