вторник, 15 сентября 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ყველაზე სახალისო და საინტერესო !
გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას,intel-ის ბიბლიოთეკიდან და დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე.

четверг, 10 сентября 2015 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი
1.როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი ისტორიის, ჩვენი რაობის უკეთ შეცნობაში?
თემატური
1.რა განაპირობებს იმას, რომ დღესაც დიდი ინტერესით ვლითხულობთ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას?
2.რა ხერხებით ცდილობდა ილია მისი ეპოქის ქართველობის მანკიერი მხარეების მხილებას და მის გამოსწორებას?
3.რამდენად ეხმიანება და რა გავლენას ახდენს ილიას შემოქმედება დღევანდელობაზე?
შინაარსობრივი
როგორ,რა ხერხით წარმოაჩენს ილია, ქართველი ერის მანკიერ თვისებებს?
რა არის  ილიას მიზანი და რაზე დაგვაფიქრებს მისი ლექსი, "ბედნიერი ერი"?
                                              პროექტის მიზნები
ილია ჭავჭავაძის ლექსის ,,ბედნიერი ერი" შესწავლის შემდეგ,მოსწავლეები შეძლებენ:

1. გააანალიზონ ილიას დამოკიდებულებას მე-19 საუკუნის საქართველოსადმი;
2.გააცნობიერონ პრობლემები,რომლებსაც აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს;
3.შექმნიან ესეებს,მათთვის საინტერესო,ქართველი ერისათვის საჭირბოროტო  საკითხებზე;
4.საკუთარი ნაშრომებით,წარსდგებიან სასკოლო აუდიტორიის წინაშე.

понедельник, 7 сентября 2015 г.

მეორე დღის რეფლექსია

სჯკიოდფიდფიდფჯიგფჯჰგჰიოჯფიოფჯუ

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება


ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·         ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·         წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;

·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
·         იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს (შედარება-შეპირისპირებას, ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, სივრცულ განლაგებას, მიზეზ-შედეგობრიობას, განსაზღვრებას, მნიშვნელობის ხარისხს, პრობლემას და მის გადაწყვეტას);



ჩემი პროექტის იდეა-"ბედნიერი ერი" ილია ჭავჭავაძის ლექსის, "ბედნიერი ერი",მიხედვით

   მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლექსის,"ბედნიერი ერი",იდეის უკეთ გასაგებად და გასააზრებლად,იკვლევენ ინფორმაციას ქართველი ერის წარმოშობასა და მის სოციალურ -კულტურულ განვითარებაზე;
კვლევა ხორციელდება მოძიებული ისტორიული წყაროებისა და მხატვრული ნაწარმოებების  საფუძველზე;
განიხილავენ საქართველოს წარსულს და პარალელს ავლებენ თანამედროვე საქართველოსთან;
იმსჯელებენ ქართველობის დადებით და რაც მთავარია,მანკიერ მხარეებზე,რასაც ეძღვნება, ილიას სატირული ხასიათის ლექსი;
მოსწავლეები ინდივიდუალურად შექმნიან წერილობით ნაშრომებს,სადაც იმსჯელებენ წინასწარ შერჩეულ საკითხებზე.